პუტინმა ე.წ. ეფესბეს  ქერჩის სრუტის დაცვა დაავალა

ყირიმის ხიდის აფეთქებისა და გარკვეული მონაკვეთის ჩამოშლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. კერძოდ, ვლადიმერ პუტინმა ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვაზე უფლებამოსილება ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურს დააკისრა.

პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას „ქერჩის სრუტეზე გადასასვლელის, რუსეთის ფედერაციასა და ყირიმის ნახევარკუნძულს შორის ელექტროქსელისა და კრასნოდარის ოლქი-ყირიმის გაზსადენის დაცვის ზომების გაძლიერების შესახებ მათი ექსპლუატაციის დროს”.

ინფორმაციისთვის, ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც საწვავის ავზები აალდა. ხიდის ნაწილი, როგორც სარკინიგზო, ისე სატრანსპორტო ჩამოინგრა და უფუნქციოა.  რუსული მხარე, აღნიშნულს უკრაინას აბრალებს და შესაბამისად, უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს.

ყირიმის ხიდზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

მსგავსი თემები