ნატომ უკრაინის განაცხადი ალიანსის წევრობაზე ოფიციალურად მიიღო

უკრაინული მხარის ინფორმაციით, პრეზიდენტ ზელენსკის განაცხადი ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ოფიციალურად მიღებულია. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, იგორ ჟოვკვა აცხადებს, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ოფიციალურად მიიღო უკრაინის განაცხადი.

„დღეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა ეს განცხადება ოფიციალურად მიიღო უკრაინისგან ნოტის სახით და შემდეგი ეტაპი იქნება ამ განცხადების განხილვა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, ანუ ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩების დონეზე ბრიუსელში“, – განაცხადა ჟოვკვამ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა განაცხადა ალიანსის წევრობასთან დაკავშირებით ხელი რამდენიმე დღის უკან მოაწერა.

მსგავსი თემები