,,ქვეყანაში არ არსებობს ოპოზიცია”- კახა კალაძე

,,რეალური მიზეზია ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, რაც არის უდიდესი პრობლემა, ყველაფერი დასაწუნია მათი მხრიდან,’ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ცუდია ხელისუფლებისა და პოლიტიკური ცხოვრებისთვის.

„რეალური მიზეზი არის ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. ეს არის უდიდესი პრობლემა, ხედავთ, რა ვითარებაა, რა მდგომარეობაა, საერთოდ შეუძლებელია, რაღაც კონსტიტუციურ რეჟიმში გადავიყვანოთ. გამოცდილი კანონპროექტი, მოწონებული საერთაშორისო პარტნიორებისგან – ყველაფერი დასაწუნია მათი მხრიდან, ყველაფერი არასწორად კეთდება. გვესმის ეს რადიკალიზმი, ეს დამოკიდებულება, რაც პირველ რიგში, აზიანებს მათ. იმასაც ვიტყვი, რომ როდესაც ქვეყანას არ ჰყავს ოპოზიცია, ქვეყანაში არ არსებობს ოპოზიცია, ეს ცუდია ხელისუფლებისა და პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები