,,კახეთი არის ეკონომიკური აღმავლობის გზაზე, ამას ყოველდღიურად ხედავს თითოეული კახელი”- ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატების საპასუხოდ  იმ ინფრასტრუქტურული პროექტების  თაობაზე ისაუბრა, რომელიც კახეთის რაიონებში ხორციელდება.

„სახლშიც რომ რემონტს აკეთებ, დისკომფორტი გექმნება და ბუნებრივია, ამ პროექტების განხორციელებასაც ახლავს მტვერი და გადაადგილების შეზღუდვა. კახეთის ყველა რაიონში მასშტაბური პროექტები ხორციელდება, განსაკუთრებით წყალმომარაგების სისტემების დანერგვისაკენ. რომელიც ამ ქალაქების და სოფლების არსებობის მანძილზე ან არ ყოფილა ან ნაწილობრივ იყო. 

 დღეს სრულყოფილად მიმდინარეობს ყველა ამ უმნიშვნელოვანესი საყოფაცხოვრებო თუ კომუნალური პროექტების განხორციელება მთელი კახეთის მასშტაბით და 2024 წლის ბოლოსათვის ფაქტობრივად ყველა დიდი და საშუალო დასახლებული პუნქტი 24 საათიანი წყალმომარაგების სისტემით იქნება უზრუნველყოფილი. კახეთი არის ეკონომიკური აღმავლობის გზაზე. რაც არ უნდა ეწყინოს ვიღაცას, ეს ფაქტია, ამას ყოველდღიურად ხედავს თითოეული კახელი. ადამიანები აფასებენ მშვიდობას, აფასებენ იმას რაც კეთდება, იმისათვის, რომ ყოფა-ცხოვრება გაუმჯობესდეს. ბაღი არ დარჩეს სადაც რემონტი, რეაბილიტაცია არ ჩატარდება, ან ახალი აშენდება. ნორმალური კვების რაციონი ჰქონდეთ. იგივეა სკოლებთან მიმრთ ებითაც. დიდი მაგისტრალი შენდება კახეთში რადგან ისეთი ინტენსიური მოძრაობაა, ისეთი აქტივობაა, რომ არსებული გზები ვეღარ იტევს. ესაა რეალობა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე.

მსგავსი თემები