,,რადიკალურ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, რომ ოქტომბერში არიოს ვითარება, დასუსტებული არიან”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, ქვეყანაში ვითარება არიოს. მისი თქმით, ოპოზიცია დასუსტებულია და ერთამანეთს დავით კეზერაშვილის ფულის გამო ებრძვიან.

„ოპოზიციას რაც შეეხება, ისინი ორ ნაწილად უნდა გავყოთ. არის ჯანსაღი, კონსტრუქციული ოპოზიცია და რადიკალური. რადიკალურმა ოპოზიციამ რესურსები ამოწურა, თავადვე გახდნენ იმ პროცესების მსხვერპლი, რომელსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოებდნენ. აქედან გამომდინარე, მაინცდამაინც დიდი რესურსი არ აქვთ იმისთვის, რომ ოქტომბერში არიონ ვითარება. ამ ყველაფერს საზოგადოება ხედავს. ისინი დღეს დასუსტებული არიან, კეზერაშვილის ფულის გარშემო ებრძვიან ერთმანეთს. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე. ეს მნიშვნელოვანია, რათა ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები