,,იმის იმედი, რომ „ქართულ ოცნებას“ გაუნათდება გონება და მიიღებენ კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფოს გამოადგება, არ არსებობს”- მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, არ არსებობს იმედი, რომ „ქართულ ოცნება“ დეოლიგარქიზაციის შესახებ მიიღებს ისეთ კანონპროექტს, რომელიც მომავალში სახელმწიფოს გამოადგება.

მელიას თქმით, მმართველი პარტია მიიღებს  ყველა იმ კანონპროექტს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან.

„თვეების განმავლობაში რუსული ხელისუფლება უტიფრად საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. მეტიც, საუბრობენ, რომ ის არის მეცენატი. ეს არც გუშინ უთქვამთ და არც გუშინწინ, ევროპული დავალების სახით 12 რეკომენდაცია გაცემული არ იყო, რომ მათ ეს განცხადება გააკეთეს. ამიტომ იმის იმედი, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში გაუნათდება გონება და მიიღებენ კანონპროექტს, აქცევენ კანონად, რომელიც მომავალში სახელმწიფოს გამოადგება და ნორმალურ, დემოკრატიულ წესწყობილებას საფრთხე აღარ შეექმნება, რა თქმა უნდა, არ არსებობს და არც იარსებებს, ვიდრე რუსული ხელისუფლება არის მართვის სადავეებთან. ისინი მათ შორის პარლამენტში, მიიღებენ ყველა კანონპროექტს, რომელსაც ჩათვლიან საჭიროდ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

მსგავსი თემები