რუსეთის ფედერაციაში საპროტესტოდ გამოსულ მოქალაქეებს ადგილობრივი პოლიცია სასტიკად უსწორდება. მოსახლეობა, რომელიც პუტინის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ციხეში ხვდება.
ვიდეომასალა, რომელიც მასიურად ვრცელდება, პეტერბურგშია გადაღებული. მასობრივი საპროტესტო აქციები რუსეთის 30-ზე მეტ ქალაქ მოედო, თუმცა, ვითარება ყველგან უცვლელია. პოლიცია მათ დასდევს, ცემს და აპატიმრებს.
მოსახლეობა კი პუტინის გადაწყვეტილების საპროტესტოდ გავიდა, რომელიც ნაწილობრივ მობილიზაციასა და უკრაინაში საომრად გაგზავნას ითვალისწინებს.