ჯოზეფ ბორელი არ გამორიცხავს, რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ატომური იარაღის გამოყენების უგულებელყოფა არ შეიძლება. ბორელი პუტინის მუქარას რეალურ საფრთხედ განიხილავს.

„ეს არის სახიფათო მომენტი, რადგან რუსული არმია კუთხეშია მიმწყვდეული და პუტინის რეაქცია – ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი და ცუდია“, – აცხადებს ბორელი.

უმაღლესი წარმომადგენლის შეფასებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს უკრაინის მხარდასაჭერად.

„ყველა, ვინც წავიდა მოსკოვში, კრემლში პუტინთან სასაუბროდ, დაბრუნდნენ ერთი და იმავე პასუხით: „მე (პრეზიდენტ პუტინს) მაქვს სამხედრო მიზნები და თუ არ მივაღწევ ამ სამხედრო მიზნებს, გავაგრძელებ ბრძოლას“. აღნიშნული ლოგიკა შემაშფოთებელი მიმართულებაა. მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა“, – აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

მსგავსი თემები