უკრაინულმა მხარემ რუსული საფრენი აპარატები ჩამოაგდო

8 ერთეული დრონი, 1 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი – ეს ის ტექნიკაა, რომელიც რუსეთმა ერთი ღამის განმავლობაში დაკარგა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა, ჩამოთვლილი ტექნიკა გასული დღის განმავლობაში გაანადგურა.

ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო ქვედანაყოფებმა და არტილერიამ მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის 4 საცავსა და 6 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს.

 

მსგავსი თემები