პუტინი იმუქრება და აცხადებს, რომ უკან არ დაიხევს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთის გზავნილებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მათი მუქარა რუსეთის მიზნებს ვერ შეცვლის.

„ევროკავშირის ან სხვა დასავლური ქვეყნების მხრიდან არავითარი მუქარა არ შეცვლის რუსეთის გადაწყვეტილებას, განახორციელოს “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ყველა მიზანი და ამოცანები“ – აცხადებს პრეზიდენტი.

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში მიმდინარე „რეფერენდუმი“ შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას და წარმოადგენს ამ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ლეგიტიმური უფლებების რეალიზებას თვითგამორკვევის საკითხში.

 

მსგავსი თემები