,,გული მტკივა ოპოზიცია აღარ არსებობთ – ღვარძლი გალაპარაკებთ”- ლადო კახაძე

,,ასე ნუ იქცევით, მოსახლეობასთან თავს ნუ ირცხვენთ! მტკივა გული რომ ოპოზიცია აღარ არსებობთ! მტკივა ეს… ღვარძლი გალაპარაკებთ, კაცო, ღვარძლი”- ამ სიტყვებით, უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ ოპოზიციას მიმართა.

ლადო კახაძის თქმით, სიტყვის თქმის დროს ენა კი არ არის მთავარია, ტვინია და „32 კბილი უნდა დააჭირო ენას, რომ არ წამოგცდეს არასწორად ნათქვამი“.

,,ადამიანებს შესთავაზეს ერთი, მეორე, მესამე,მეოთხე და მეხუთე, თქვეს ეს არ გვინდა, არ გვინდა, არ გვინდა… რა აღმოჩნდა იცით? აღმოჩნდა, რომ ისინი მუშაობენ, მაგრამ არსად არ ჩანან, ჩრდილში არიან. ჩვენ შევთავაზეთ, თუ თქვენ მართლა ჩვენი ნდობა გაქვთ და შეგვიძლია თქვენი დაუმადლებელი შრომით რაღაცით შეგეწიოთ, გვიგულეთ პარტნიორებად, მაგრამ თუ შენ ფიქრობ, რომ ჩვენ ისეთი ბეცები ვართ, რომ შეგიძლია ეს ყველაფერი ისე გაატარო, ჩვენი თავი სხვას აგინებინო, აქ ციფრიც გაჟღერდა, რომ დღეში 40-50 ლარი გვაქვს შემოსავალი და თვეში 1200-იო, ბიჭო, 1200 ლარი თუ აქვს ცუდად როგორ ცხოვრობს და სოციალური შემწეობა როგორ აქვს დასანიშნი? თქვენვე გაყიდეთ ახლა ეს ინფორმაცია და არასწორი თქვით. ამიტომ სიტყვის თქმის დროს ენა კი არ არის მთავარია, ტვინია. ენის ჭკუაზე არ იაროთ კაცო, ენა მეტყველების ორგანო არაა, ენა მეტყველებაში მონაწილე ორგანოა, მას ტვინი აკონტროლებს და 32 კბილი, ბოლო-ბოლო უნდა დააჭირო ენას, რომ არ წამოგცდეს არასწორად ნათქვამი“, – განაცხადა კახაძემ.

მსგავსი თემები