,,რუსი დიპლომატები ისევე ოსტატურად გარბიან, როგორც რუსი ჯარისკაცები”- კულება ლავროვზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით,  სერგეი ლავროვი ისევე სწრაფად გაიქცა გეაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომიდან, როგორც რუსი ჯარისკაცები გარბიან ბრძოლის ველიდან.

„შევამჩნიე, რომ რუსი დიპლომატები ისევე ოსტატურად გარბიან, როგორც რუსი ჯარისკაცები“, – აღნიშნა კულებამ.

ცნობისთვის, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიმ სერგეი ლავროვი საათ ნახევრის დაგვიანებით მივიდა და დარბაზი სიტყვით გამოსვლის შემდეგ მალევე დატოვა.

მსგავსი თემები