,,რეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია”- ნატო გმობს უკრაინაში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმებს

ნატო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ნაწილებში რეფერენდუმის ჩატარების გეგმებს. ალიანსში აცხადებენ, რომ ამგვარი რეფერენდუმები არღვევს გაეროს ქარტიას და  არალეგიტიმურია.

ნატო აღნიშნავს, რომ მოკავშირეები არ აღიარებენ და არც არასოდეს აღიარებენ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას.

„ჩვენ ვგმობთ ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების გეგმას რუსეთის ფედერაციაში უკრაინის რეგიონების გაწევრიანების შესახებ, რომლებსაც ნაწილობრივ აკონტროლებენ რუსული სამხედროები. მოკავშირეები არ აღიარებენ და მომავალში არც არასოდეს აღიარებენ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო  ანექსიას. უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის ოლქებში რეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და იქნება გაეროს წესდების აშკარა დარღვევა. ნატოს მოკავშირეები არ აღიარებენ ყირიმის არალეგიტიმურ და არასამართლებრივ ანექსიას“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რეფერენდუმი ამ კვირის დასაწყისში პრორუსმა ოფიციალურმა პირებმა მოულოდნელად დანიშნეს. ისინი ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას ჰკითხავენ, სურთ თუ არა რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანება.

მსგავსი თემები