,,300 000 რეზერვისტის მობილიზებამ, შესაძლოა, მხოლოდ გააძლიეროს რუსეთის წარუმატებლობა”- პენტაგონი

,,რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ 300 000 რეზერვისტის მობილიზებამ, შესაძლოა, მხოლოდ გააძლიეროს რუსეთის წარუმატებლობა,”- ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ რუსეთს არ აქვს რესურსი მართოს და აღჭურვოს უკრაინაში განლაგებული დაახლოებით 100 000 ჯარისკაცი, 300 000 ჯარისკაცის დამატება სიტუაციას არ გააუმჯობესებს.

,,რუსულ მოდელში ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც დაასრულეს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა და იძახებენ უკან დასაბრუნებლად. ჩვენი შეფასებით, რუსეთს დრო დასჭირდება ამ ძალების გაწვრთნის, მომზადებისა და აღჭურვისთვის”, – აღნიშნა  რაიდერმა.

 

 

მსგავსი თემები