„ისინი, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებენ, საკუთარ შვილებს მალავენ, თქვენს შვილებს კი არც კი მარხავენ“, –  პრეზიდენტის მიმართვა რუსებს  

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მოსახლეობას მიმართავს და პუტინის გადაწყვეტილებით პროტესტის გაძლიერებისკენ მოუწოდებს, ომ საკუთარი შვილების დამარხვა არ მოუწიოთ. საუბარია ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციაზე უკრაინაში გასაგზავნად.

„55 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა  ომში ნახევარი წლის განმავლობაში. ათი ათასობით დაჭრილია, უფრო მეტი გინდათ? თუ არა, მაშინ გააპროტესტეთ. იბრძოლეთ. გაიქეცით. ან უკრაინას ჩაბარდით ტყვედ. ეს არჩევანი გაქვთ გადასარჩენად“ – ასე მიმართავს ვოლოდიმირ ზელენსკი რუს ახალგაზრდებს, მშობლებს და რუსეთის მოსახლეობას.

ის განსაკუთრებით რუს მამაკაცებს მიმართავს, რომ ახლა მათი დრო დადგა.

„რუსულად აგიხსნით, რა ხდება. რუსეთის ქალაქებში მობილიზაციის წინააღმდეგ ჩატარდა საპროტესტო აქციები. თუნდაც არ იყოს მასობრივი, მაგრამ აქციები იყო და არის და ეს არის მაჩვენებელი. ხალხი დაღესტანში და სხვა რესპუბლიკებში, ოლქებში ხვდება, რომ ისინი უბრალოდ მიატოვეს. მიატოვეს სასიკვდილოდ. რატომ უნდა დაიღუპონ მაგალითად დაღესტნელები ხარკოვში ან დონეცკში? იმიტომ რომ რუსეთში ერთმა ადამიანმა ასე მოინდომა. სხვა მიზეზი არ არსებობს, ასე უნდა მას.

დადგა არჩევანის დრო. რუსეთში მამაკაცებისთვის ეს არჩევანი ასეთია – იცოცხლონ თუ დაიღუპონ. ქალებისთვის დადგა ასეთი არჩევანი-სამუდამოდ დაკარგონ ქმრები, შვილები, შვილიშვილები ან სცადონ მათი დაცვა ომისგან, ერთი ადამიანისგან. ეს არჩევანი გაქვთ გადასარჩენად. რუსო დედებო. ისინი ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებენ, საკუთარ შვილებს მალავენ, თქვენს შვილებს კი არც კი მარხავენ“, – ასეთია პრეზიდენტის მიმართვა.

 

​ ​

მსგავსი თემები