ოკუპირებულ უკრაინაში ე.წ. რეფერენდუმი ტარდება

დღეს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმი იწყება. „რეფერენდუმის“ თემა რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანებაა და ის 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

„რეფერენდუმი“ ტარდება ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.

„რეფერენდუმს“ მსოფლიო ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ, დაგმეს, არალეგიტიმური პროცესი უწოდეს და აღნიშნეს, რომ მას აღიარება არასდროს ექნება.

მსგავსი თემები