„თუ მზად ხართ გადაარჩინოთ უკრაინელების სიცოცხლე…“ ზელენსკი გერმანიას მიმართავს  

პრეზიდენტი ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს ისევ იარაღით დახმარებას სთხოვს. ვოლოდიმირ ზელენსკი ინდივიდუალურად გერმანიასაც მიმართავს და შეახსენებს, რომ ის დამოუკიდებელი სახელმწიფოა და სხვა ქვეყნების ქმედებებს არ  უნდა დაელოდოს.

„ამბობენ, რომ ჯერ ამერიკამ გადასცეს უკრაინას „აბრამსები“, შემდეგ გერმანია და სხვა სახელმწიფოები ჩაერთვებიან. მინდა, მივმართო გერმანელებს და ვუთხრა: თქვენ არ ხართ დამოკიდებული სხვა სახელმწიფოზე. თუ მზად ხართ, გადაარჩინოთ უკრაინელების სიცოცხლე  ნებისმიერი ტექნიკით, მათ შორის ამ ტანკებით, ჩვენ ვიცავთ საკუთარ მიწას, ასე რომ მოგვეცით, ნუ იქნებით დამოკიდებული, თქვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ხართ“, – აცხადებს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები