„მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი წამება“ – „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი უკრაინაში აღმოჩენილ მორიგ სისასტიკეს აფასებს და აცხადებს, რომ ეს არი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი წამება.

„გათავისუფლებულ იზიუმში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი საფლავებისა და წამების ადგილების აღმოჩენა ადასტურებს, რომ ბუჩაში მომხდარი სისასტიკე არ იყო ომის ცალკეული დანაშაულები, არამედ რუსული სიმხეცის მცირე ნაწილი, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაიდინა“, – აღნიშნულია ინსტიტუტის განცხადებაში.

მათ აქვთ მოლოდინი, რომ უკრაინელი სამხედროები გააგრძელებენ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას და რუსეთის ომის დანაშაულებისა და სისასტიკის მტკიცებულებების აღმოჩენას.

 

მსგავსი თემები