,,ჩვენი დროშა უკვე ფრიალებს დეოკუპირებულ იზიუმში – ასე იქნება უკრაინის ყველა ქალაქსა და სოფელში”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ დეოკუპირებულ იზიუმში ჩავიდა და მონაწილეობა მიიღო უკრაინის სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაში აცხადებს, რომ უკრაინა მხოლოდ ერთი მიმართულებით მიმართულებით მიდის ,,წინ და გამარჯვებისკენ”.

მისი თქმით, უკრაინის დროშა ქვეყნის ყველა ქალაქსა და სოფელში იფრიალებს.

,,ადრე, როცა მაღლა ვიხედებოდით, ყოველთვის ლურჯ ცას ვეძებდით. დღეს, როცა მაღლა ვიყურებით, მხოლოდ ერთს ვეძებთ – უკრაინის დროშას. ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა უკვე ფრიალებს დეოკუპირებულ იზიუმში. და ეს ასე იქნება უკრაინის ყველა ქალაქში და სოფელში. ჩვენ მხოლოდ ერთი მიმართულებით მივდივართ – წინ და გამარჯვებისკენ”, – თქვა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები