ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიხურა

უკრაინის ატომური სააგენტოს „ენერგოატომის“ ინფორმაცით, უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიხურა. ელექტროსადგურის მეექვსე ბლოკი ელექტრო ქსელიდან გათიშულია.

ინფორმაციას რუსული მხარეც ადასტურებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ბირთვული სააგენტოს „როსენერგოატომის“ ხელმძღვანელის მრჩეველმა დაადასტურა, რომ ბოლო ენერგობლოკი დაიხურა და ბირთვულ ობიექტი ახლა ცივ მდგომარეობაშია გადაყვანილი.

ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს რუსული მხარე აკონტროლებდა. ის რამდენჯერმე  გაითიშა, რის გამოც, რადიაციის გაჟონვის საფრთხეც დადგა. უკრაინული მხარე და პარტნიორები ითხოვდნენ  ატომური ელექტროსადგური უკრაინულ მხარეს დაბრუნებოდა.

 

მსგავსი თემები