„უკრაინის პრეზიდენტმა თავად უნდა განსაზღვროს ად და როგორ აწარმოოს ომი“ – აშშ

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, უკრაინას დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ჰყავს დ მან თავად  თავად უნდა განსაზღვროს, სად და როგორ აწარმოოს ომი.

როგორც სალივანი განმარტავს, სწორედ პრეზიდენტია პასუხისმგებელი საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე.

„უკრაინის დემოკრატიულად არჩეულმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავად უნდა განსაზღვროს, სად და როგორ აწარმოოს ომი. ის პასუხისმგებელია უკრაინელი ხალხის წინაშე ამ ომის მიზნებზე. ჩვენი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების მიზანია, წვლილი შევიტანოთ უკრაინის მიზნების მიღწევაში. ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ინტერესი ამ ომში არის, წვლილი შეიტანოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, იქნება ეს მოლაპარაკებების გზით, თუ ბრძოლის ველზე“, – აღნიშნა სალივანმა.

მსგავსი თემები