თუ რუსეთი უცხო მიწას დააბრუნებს, ზელენსკი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკება შეუძლებელია, რადგანაც ის მზად არ არის ომის დასასრულებლად.

რიგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, მოლაპარაკების თემა მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება უნდა იყოს.

„ჩვენ მთავარი მიზანია  ომის დასრულება, მაგრამ სივრცე და შესაძლებლობები შეიცვალა. საზოგადოებას არ სურს ტერორისტებთან საუბარი. იმისთვის, რომ ჩვენ გავხსნათ მათთან დიპლომატიური დერეფანი, მათ უნდა დაგვანახონ პოლიტიკური ნება, რომ მზად არიან, დააბრუნონ უცხო მიწა. ამ შემთხვევაში,  შეგვეძლება, ვისაუბროთ სულ მცირე რაღაც დერეფნებზე, რომლებიც ხსნიან გარკვეულ დიპლომატიურ ნაბიჯებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები