„არ ვაპირებ და არანაირი სურვილი არ მაქვს, ვიყო პრემიერ-მინისტრი“ – გრიგოლ ლილუაშვილი

სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ ის პრემიერ-მინისტრობას არ აპირებს.

„რა შუაშია პრემიერ-მინისტრობა, მე ჩემი ვადა მაქვს, რომელიც უნდა ჩავამთავრო. არ ვაპირებ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას. მათ შორის, პრემიერ-მინისტრის ან ნებისმიერი მინისტრის რანგში. მე ვიცი რასაც ვაკეთებ, რა რეფორმებიც მაქვს დაწყებული და პრაქტიკულად, გამოვრიცხავ რაიმე იმაზე დიდ თანამდებობას, ვიდრე მე მიკავია. არ ვაპირებ და არანაირი სურვილი არ მაქვს, ვიყო პრემიერ-მინისტრი“ – განაცხადა ლილუაშვილმა მედიასთან.

მსგავსი თემები