ევროპარლამენტარი ირაკლი კობახიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

​ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ბოდიში უნდა მოუხადოს.

“ფონ კრამონს თბილისში ყოფნის დროს ციხეში მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მონახულება სურდა, თუმცა მას ამის უფლება არ მისცეს. ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს დაუყოვნებლივ უნდა მოუხადოს ბოდიში. ენა და ბრალდებები, რომელსაც კობახიძე იყენებს სრულიად შეუსაბამოა ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან და აზიანებს „ქართული ოცნების“ დეკლარირებულ მცდელობას მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი”, – წერს ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ვიოლა ფონ კრამონს, საქართველოში ყოფნის დროს ნიკა გვარამიას მონახულების საშუალება არ მისცეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ ის არსად შესაშვები არ არის.

 

მსგავსი თემები