,,ქართული ოცნება“ ცდილობს, კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა დააზიანონ ისე, რომ ამის შესახებ მოსახლეობამ ვერ გაიგოს”- გიორგი ვაშაძე

,,ეს არის „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული ფარული მოქმედებების ნაწილი და მცდელობა, დააზიანონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა,”-  ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ფარულ მოსმენა-მიყურადების თაობაზე მიღებული კანონის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, არავითარი გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა აღნიშნული კანონის დაჩქარებული წესით მიღებისთვის.

„ქმედებები, რომლებიც მოსმენების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ვიხილეთ, ამ კანონის დაჩქარებული წესით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა, ასევე, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ვენეციის კომისიის, ჩვენი პარტნიორების – ამერიკის საელჩოს, ევროპარლამენტარების და ჩვენი, ოპოზიციის პოზიციების უგულებელყოფა, არ არის გზა ევროპისკენ. უფრო მეტიც, ეს არის „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული ფარული მოქმედებების ნაწილი და მცდელობა, დააზიანონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა, ისე, რომ ამის შესახებ მოსახლეობამ ვერ გაიგოს. არავითარი გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა იმ კანონის დაჩქარებული წესით მიღების, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს მოქალაქეების ფართო წრე განუსაზღვრელი ვადით გააკონტროლოს და ამ ნაწილში აშშ-ს საელჩოს და ვენეციის კომისიის შეფასებებს სრულად ვიზიარებთ,“ – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები