უკრაინის ომში დაღუპული ქართველი ჩამოასვენეს

ქართველი მებრძოლი, რომელიც უკრაინაში დაიღუპა, საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს. გელა გოგიას ცხედარს აეროპორტში  მოქალაქეები, ახლობლები ნათესავები დახვდნენ და პატივი მიაგეს.

გოგია ქალაქ კრამატორსკში იბრძოდა ის, 26 აგვისტოს, რუსული სარაკეტო დარტყმების მსხვერპლი გახდა. გელა გოგია აფხაზეთის ომშიც იბრძოდა და ბოლო პერიოდში უკრაინაში ცხოვრობდა.

დაღუპულ მებრძოლს ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენებენ, შემდეგ კი სენაკში გადაასვენებენ.

მსგავსი თემები