თურქეთისა და რუსეთის საგარეო მინისტრები უკრაინის საკითხზე იკრიბებიან

ხვალ, 8 ივნისს რუსეთის საგარეო მინისტრი თურქეთის საგარეო მინისტრს ხვდება. როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, მხარეები უკრაინაში მიმდინარე პროცესებსა და მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების განახლების საკითხებს განიხილავენ.

სერგეი ლავროვისა და მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრა თურქეთში, კერძოდ კი ანკარაში შედგება.

მსგავსი თემები