,,ქვეყანა, რომელშიც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ერთმანეთთან არ და ვერ ლაპარაკობენ, დიდი ხიფათის ქვეშ არის”- დავით უსუფაშვილი

,,ცოდნიდან გეუბნებით და არა თეორიიდან, რომ ქვეყანა, რომელშიც სახელმწიფოს მეთაური, ანუ პრეზიდენტი, მთავრობის მეთაური, ანუ პრემიერ-მინისტრი ერთმანეთთან არ და ვერ ლაპარაკობენ, ეს ქვეყანა დიდი ხიფათის ქვეშ არის,”– ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ შეიძლება, თუ მათ შორის პრობლემაა, ვინმე არ თაობდეს ამ პრობლემის მოგვარებას.

„როდესაც მე ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე, მაშინ იყვნენ პრეზიდენტი და პრემიერი, რომელიც ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ და ამით ქვეყანა ზარალდებოდა. მათ შორის ელჩებთან დაკავშირებით, სტუმრებთან, კანონზე ხელმოწერასთან დაკავშირებით. არ შეიძლება, თუ მათ შორის პრობლემაა, ვინმე არ თაობდეს ამ პრობლემის მოგვარებას.

პრეზიდენტი თუ თვლის, რომ ეს მოუთმენელი ვითარებაა, მას ვურჩევდი, ძალიან მოკლე მანძილია და ფეხით სიარული უყვარს, თავისი რეზიდენციიდან პრემიერის რეზიდენციამდე არის დაახლოებით 15 წუთის სავალი, მიადგეს პრემიერ-მინისტრს და უთხრას, აი, მივედი და გავარკვიოთ საკითხი, რადგან ქვეყანას სჭირდება. ტელევიზიით ლაპარაკი, იმას ეს გამომიგზავნა, მე ეს გავუგზავნე, მე მეგონა, რომ ის ამას ასე გაიგებდა, ვერ გაიგო, კარგი რა, საბავშვო ბაღში შეიძლება, ადამიანებმა ასე ითამაშონ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მსგავსი თემები