,,სააკაშვილის რეჟიმის გამო, ყველას გვაქვს მენტალიტეტში განცდა, რომ გვისმენენ – ზურაბიშვილსაც გაუჩნდებოდა ეს განცდა”- ირაკლი ზარქუა

,,კი, ზურაბიშვილს გაუჩნდებოდა ეს განცდა, რომ უსმენენ. სამწუხაროდ, ეს ყველას გვაქვს მენტალიტეტში სააკაშვილის რეჟიმის გამო, სადაც ყველა ისმინებოდა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ  განაცხადა.

ზარქუას თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანა არა აღქმებით, არამედ სამართლებრივად იმართებოდეს.

„ქალბატონი ზურაბიშვილი მაგ დროსაც ცხოვრობდა საქართველოში, ისევე როგორც მთელი საქართველო და ის მოსმენები როგორ ხდებოდა გვახსოვს, შეიძლება ამის გამოძახილია და ამის აღქმაა. ამ კანონზე  მისი პოზიცია გვახსოვს, რომ სამართლებრივი შენიშვნა არ ჰქონდა. ეს რას ნიშნავს, რომ სამართლებრივად გამართულია კანონი, პოლიტიკური აღქმა მაქვსო და ამიტომ მინდა ვეტო დავადოო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არა აღქმებით იმართებოდეს ქვეყანა, არამედ სამართლებრივად“, – აღნიშნა ზარქუამ.

,,ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც რამის საუბარი რომ გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვოთ თუ გავიტანოთ”- პრეზიდენტი – (mcm.ge)

მსგავსი თემები