,,პრეზიდენტის უფლებამოსილება კონსტიტუციით არის განსაზღვრული, სამწუხაროა, რომ მთავრობას ამ კომპეტენციის შესახებ მითითებები დასჭირდა”- მდინარაძე

,,პრეზიდენტის უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ძალიან სამწუხაროა, რომ მთავრობას ამ კომპეტენციისა და მისი ჩარჩოების შესახებ გარკვეული მითითებები დასჭირდა,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნაზე პრეზიდენტის ხელმოწერასაც გამოეხმაურა.

„ფაქტია, რომ კონსტიტუციაში წერია ყველა თანამდებობის პირის უფლებამოსილების შესახებ და ეს ყველაფერი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილ კანდიდატს ხელი უნდა მოაწეროს და ასეც მოიქცა. ამ შემთხვევაში, ჩვენი ოპონენტები პრეზიდენტის კანონიერ ქმედებას „მძევლობას“ არქმევენ, რაშიც არის მთავარი პრობლემა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პრეზიდენტმა დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას ხელი მოაწერა – (mcm.ge)

მსგავსი თემები