პრეზიდენტმა დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას ხელი მოაწერა

სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა.

ამასთან, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ,  ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც კი ელჩებთან დაკავშირებით პრეზიდენტთან შევიდა, დაკმაყოფილებულია და პრეზიდენტის მხრიდან შეფერხება არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას მხარს არ უჭერდა. მისი განმარტებით, მას ამერიკაში ელჩობისას არაფერი გაუკეთებია და სვამდა კითხვას – რისთვის, რა დამსახურებისთვის უნდა დანიშნულიყო გაეროში.

ელჩების დანიშვნის საკითხი პრეზიდენტისა და მტავრობის დაპირისპირების თემა არაერთხელ გახდა.

 

მსგავსი თემები