“ჩამოყალიბდეს ზოგადად, რა უნდა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა” – კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე

კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილს ჩამოყალიბებას ურჩევს. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს რომელი ქვეყნის მოქალაქეა და რა საქმიანობა სურს.

„ჯერ ერთი, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და უკრაინაში იკავებს რაღაც თანამდებობას. უცხო ქვეყნის მოქალაქეს სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა არ შეუძლია და მიუღებელია, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. ჩამოყალიბდეს ზოგადად, რა უნდა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა, რა საქმიანობა სურს და არ სურს. მას ხელს არავინ უშლის, შეუძლია დაბრუნდეს და აუცილებლად მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც წლების განმავლობაში ქართველი ხალხის და ქვეყნის წინაშე ჩაიდინა“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები