„ფორმულას“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ მოხდა. ”ფორმულას” ცნობით, უცნობმა პირმა ჟურნალისტ რატი წვერავას მიკროფონი წაართვა, დანით ემუქრებოდა და ცდილობდა, ოპერატორს თავს დასხმოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

პირდაპირი ჩართვის დროს, “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ – (mcm.ge)

მსგავსი თემები