გაერო-ს 50-ზე მეტი წევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ

გაერო-ს 50-ზე მეტი წევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, შეუერთდა განცხადებას, რომელიც უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და  რუსეთის აგრესიას კიდევ ერთხელ გმობს.

„ყველა სახელმწიფოს გაერო-ს წესდების მეორე მუხლით აქვს ვალდებულება, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში თავი შეიკავონ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან სხვა სახელმწიფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის ან ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და მოაგვარონ საერთაშორისო დავები მშვიდობიანი გზით. მუქარისა და ძალის გამოყენების შედეგად ტერიტორიების მითვისება კანონიერად არ იქნება აღიარებული. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საერთაშორისო კანონმდებლობის წინაშე აღებული ვალდებულებების სრული უგულებელყოფა“, – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტს ხელს აწერენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ასევე აშშ, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, თურქეთი, კანადა, მოლდოვა და საქართველო.

 

მსგავსი თემები