ამოიღო გულზე დაკიდული საქართველოს რუკა და თქვა: „ მინდა, ხმამაღლა ვთქვა – რუსეთი ოკუპანტია!“ – მერაბ დვალიშვილი

„აი ამ რუკაზე საქართველოა, მაგრამ 2008 წელს რუსეთმა მისი ცენტრალური ნაწილი (სამაჩაბლო) მიითვისა, ხოლო მანამდე როდესაც მე დავიბადე დასავლეთ მხარე (აფხაზეთი). რუსებს ჯამში ჩემი ქვეყნის 20% აქვთ ოკუპირებული. ახლა იგივეს აკეთებს უკრაინაში. ეს ხმამაღლა მინდა განვაცხადო”, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მეშვიდე გამარჯვება იზეიმა. მან კარიერის ყველაზე მნიშვნლოვანი ორთაბრძოლა მოიგო და ლეგენდარული ბრაზილიელი მებრძოლი ჟოზე ალდო დაამარცხა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მან გულზე დაკიდული საქართველოს დროშა ამოიღო და მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააგებინა, რომ რუსეთი ოკუპანტია.

მას ჟურნალისტმა ჰაბიბთან მსგავსებაზეც ჰკითხა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო:

ხაბიბი გამორჩეულია, ის სპორტის ლეგენდაა, მაგრამ ჩვენ განვსხვავდებით. ორივე ერთი რეგიონიდან, კავკასიიდან ვართ. ჩვენი კულტურა ახლოს არის ერთმანეთთან. ისინი კავკასიონის ქედის ერთ მხარეს ცხოვრობენ, ჩვენ – მეორე მხარეს. ისინი მუსლიმები არიან, ჩვენ – ქრისტიანები. ხაბიბს ჩემს პატივისცემას ვუდასტურებ, მაგრამ ხაბიბი არ ვარ, მე მერაბ დვალიშვილი ვარ. ხაბიბი რუსეთის სახელით იბრძვის. მისი ქვეყანა ერთ დროს დამოუკიდებელი იყო, ახლა რუსეთის შემადგენლობაშია. მადლობა ღმერთს, ეს დამოუკიდებელი საქართველოს რუკაა.  როცა მე დავიბადე, რუსეთმა ეს ნაწილი დაიპყრო (აფხაზეთი), 2008 ში კი ეს ტერიტორია (სამაჩაბლო). მინდა, ხმამაღლა ვთქვა – რუსეთი უკუპანტია! რუსეთს ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. რუსეთი ამავეს აკეთებს ახლა უკრაინაში. იღუპება უამრავი უდანაშაულო ადამიანი. ჩვენ შეგვიძლია ამ ომის, ამ სიგიჟის შეჩერება“, –  განაცხადა მერაბ დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე.

 

მსგავსი თემები