ბორჯომში ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება

ბორჯომში ტყის მასივი ისევ იწვის. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში სამი ვერტმფრენიც ჩაერთო.

„დამატებით მობილიზებულია 30-მდე სახანძრო ავტოტექნიკა. უწყვეტ მუშაობას განაგრძობს 250-მდე მეხანძრე-მაშველი“ – აცხადებენ  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ხანძრის ჩაქრობას ხელს ქარიც უშლის. მეხანძრე მაშველები რთული რელიეფს გამო, ხანძრის კერებთან ვერ მიდიან.

მსგავსი თემები