„არ გვინდა ახალი ჩერნობილის გამოცდილება“ – თურქეთის პრეზიდენტი უკრაინაში

დასავლეთ უკრაინაში, სადაც უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ, ერთ-ერთი განსახილველი თემა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური იყო, რომელიც რუსეთის ხელშია და ოკუპანტების სამიზნე არაერთხელ გახდა.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას და არავის სურს ჩერნობილის გამეორება.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ მიმდინარე კონფლიქტი შემაშფოთებელია. არ გვინდა ახალი ჩერნობილის გამოცდილება”, – ასეთია რეჯეფ თაიფ ერდოღანის მესიჯი.

მეორე შეხვედრის მონაწილე გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეშიც იყო, რომელიც ლვოვში სპეციალურად ჩავიდა. როგორც ერდოღანმა სამმხრივ შეხვედრაზე აღნიშნა, თურქეთი ისევ მზადაა, მხარეების მოლაპარაკების ინიციატორი და მასპინძელი იყოს.

მსგავსი თემები