სატვირთო ავტომანქანა, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბასთან გადაადგილდებოდა, ხევში გადავარდა. მძღოლი გარდაიცვალა.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.