„უკრაინას სრული გამარჯვებისთვის, ყველაზე პესიმისტური სცენარით, 10 თვე დასჭირდება“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მესამე პრეზიდენტის გათვლით, სრული გამარჯვებისთვის, მაქსიმუმ 10 თვეა საჭირო.

„უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების ჩემი შეფასება: დღეისათვის უკვე 1800 ტანკი გავანადგურეთ. საშუალოდ, დღეში, 5 ტანკს ვანადგურებთ. ჩემი აზრით, საჭიროა 3000-3500 ტანკის განადგურება, რათა შეტევითი პოტენციალი მთლიანად გაუქრეთ. თუ ეს ტემპი შენარჩუნდა – 240-300 დღე იქნება საჭირო ამისთვის – ასე რომ, ყოველი დღე მოწინააღმდეგისთვის ცუდად მუშაობს.

ხერსონის შეტევის დაანონსების მერე დიდი შეტევითი პოტენციალი გადმოისროლეს ხერსონის მხარეს და 25 000 კაცამდე მოაგროვეს – არის ინფორმაცია, რომ შეიძლება შეუტიონ ნიკოლაევს – მაგრამ მე ეგ სიგიჟე მგონია – ძალიან რთული ამოცანა იქნება და ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ და მაინც ძალიან ცოტა შანსია წარმატების. მე მომწონს, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა არ ჩქარობს – ამიტომ ცოტა შეცდომას უშვებს ბრძოლის ველზე. საბოლოო სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება.

სერიოზული დისონანსი შეიტანა ჰაიმარსებმა ბრძოლის ველზე – ყოველდღე საშუალოდ 5 საწყობს და 1-2 მართვის პუნქტს ანადგურებს ჰაიმარსი. არტილერიაც ისე ვეღარ ისვრის – ჰაიმარსი ამაშიც გვეხმარება ძალიან – 3,5-4-ჯერ შემცირდა რუსების არტილერიის მუშაობა. დახმარების ახალ პაკეტში ძალიან მნიშვნელოვანი რაკეტები გადმოგვცეს ამერიკელებმა რუსების ანტისაჰაერო სისტემების გასანადგურებლად და თვითმფრინავების ჩამოსაგდებად“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

მსგავსი თემები