„ჩემი ამ თანამდებობაზე ყოფნა იქნება დროებით“ – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრს დროებით ის გადაიბარებს. როგოც თამარ გაბუნიამ მედიასთან განმარტა,  ცენტრში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

„ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი გრძელდება. ჩემი ამ თანამდებობაზე ყოფნა იქნება დროებით, რადგან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არის ჩემი საკურატორო ინსტიტუცია და ამდენი ხნის განმავლობაში ასე იყო. ახალი დირექტორის გამოვლენამდე დროებით შევასრულებ მოვალეობას. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. მუშაობა მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში და იქნება გადაბარების პროცესი. გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა ამირანმა მინისტრთან შეთანხმებით. გაგრძელდება სამუშაო პროცესი, მღელვარების მიზეზი ნამდვილად არ არსებობს“ – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე დღეს ჯანდაცვის სამინისტროში იმყოფებოდნენ, სადაც გადაბარების საკითხებზე მსჯელობდნენ.

 

მსგავსი თემები