ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე ჯანდაცვის სამინისტროს იმყოფება, სადაც მინისტრის მოადგილეს თავის საქმიანობას აბარებს. როგორც ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავებული თანამდებობიდან მისი წასვლა პირადი განცხადების საფუძველზე მოხდა და არანაირი დაპირისპირება თუ იძულება არ ყოფილა.

„გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მივდივარ. დღეს იქნება შეხვედრა სამინისტროში, გავივლით იმ საკითხებს, რაც ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას ეხება. მოგეხსენებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა. აქ ძალიან ბერი საქმე კეთდება. ეს საქმე რომ არ იყოს მიშვებული, დავსახავთ გარდამავალი პერიოდის გეგმას და ამის შემდეგ მე ვტოვებ პოსტს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის მოვალეობას, დროებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეასრულებს.

 

მსგავსი თემები