რუსეთმა დონეცკის რეგიონის ქალაქები დაბომბა – არიან დაღუპულები

რუსეთის  ძალების მიერ დონეცკის რეგიონის ქალაქების დაბომბვის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ქალაქები: ბახმუტი, ოპიტნოე, სოლედარი და სელიდოვო დაბომბეს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სასოფლო-სამეურნეო ნაგებობები, ელექტროგადამცემი ხაზები და საზოგადოებრივი ობიექტები.

რთული მდგომარეობა ბახმუტში, ქალაქში  დაბომბვა არ წყდება.

მსგავსი თემები