ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო. სამხედრო წვრთნები კუნძულიდან დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით ტარდება.

ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, სამხედრო სწავლება დატვირთულ საზღვაო მარშრუტებზე ჩატარდება. ტაივანის შეფასებით კი სამხედრო მანევრების ჩატარება კუნძულის საჰაერო და საზღვაო ბლოკადის ტოლფასია.

ცნობისთვის,  ნენსი პელოსმა ტაივანში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, რაც ჩინეთმა ქვეყნის  სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად შეაფასა.

 

მსგავსი თემები