,,შალვა პაპუაშვილის მხრიდან ამ ტიპის განცხადება, რომ ვინმე ვინმეზე ზეგავლენას ახდენს, არის შეურაცხმყოფელი”- ხათუნა სამნიძე

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სპიკერის მხრიდან ამ ტიპის განცხადება შეურაცხმყოფელია.

დეპუტატის თქმით, მანამ „ქართული ოცნება“ მკაფიოდ არ განსაზღვრავს როგორი იქნება ოპოზიციისა და არასამთავროვრობო ორგანიზაციების როლი სამუშაო ჯგუფებში, ვერ ხედავს შესაძლებლობას, ამ პროცესის ნაწილი იყოს.

„სპიკერის მხრიდან ამ ტიპის განცხადება, რომ ვინმე ვინმეზე ზეგავლენას ახდენს, არის შეურაცხმყოფელი. როგორც ვიცი, ასე ხდება „ქართული ოცნების“ შიგნით და როგორც ჩანს, მიიჩნევს, რომ სხვაგანაც ასე მიიღება გადაწყვეტილებები. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პარტიის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი დეპუტატები პოლიტიკურ ჯგუფებსა და ფრაქციებში და თავად ვიღებთ გადაწყვეტილებას, როდის და რა ფორმით ჩავერთოთ სამუშაო ჯგუფებში. სამწუხაროა, რომ ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს 12 პუნქტის შესრულებაზე, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ მისი პოლიტიკით შექმნა, რომელიც არ ითვალისწინებს სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციური პარტიების სრულფასოვან ჩართვას“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „მნიშვნელოვანია, ღიად შეფასდეს ის პროცესი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ორი დამხმარე პარტია – „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ეწევიან რადიკალური დღის წესრიგით. ეს იწვევს იმას, რომ დიდი ალბათობით ადამიანებზე ხდება ზეწოლა. მესმის, ხათუნა სამნიძეს რთული მდგომარეობა აქვს“.

მსგავსი თემები