,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი რუსეთს არ დაეხმაროს“- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სასურველია ჩინეთი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ტირანიის მიმართ, ერთიან საერთაშორისო პოზიციას შეუერთდეს.  მისივე თქმით, ჩინეთის ნეიტრალიტეტი დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე ის ფაქტი, რომ იგი რუსეთს შეუერთდეს.

„დღეს ვისურვებდი, რომ ჩინეთი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ტირანიის მიმართ, ერთიან საერთაშორისო პოზიციას შეუერთდეს. ეს აქამდე არ მოხდარა, ჩინეთი განზე დგას. დღეს ჩინეთი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. მე ვიტყვი გულწრფელად, რომ ეს ნეიტრალიტეტი ბევრად უკეთესია, ვიდრე ის, რომ ჩინეთი რუსეთს შეუერთდეს. მე მჯერა, რომ ჩინეთის საზოგადოება, ამ ქვეყნის ხალხი ჭკვიანურ არჩევანს გააკეთებს. ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი რუსეთს არ დაეხმაროს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები