,,როდესაც ეკა გიგაური ომისკენ მოუწოდებს სახელმწიფოს, მნიშვნელოვანია, ელჩი გაემიჯნოს”- ეკა გიგაური

ჩვენ არასდროს არ გვსურდა საჯარო დისკუსია გაგვემართა აშშ-ის ელჩთან, ჩვენ არ დაგვისვამს კითხვები, თუმცა მოხდა ისე, რომ კონკრეტული კითხვები დასვა მის მიმართ და სამწუხაროდ, ამ კითხვებს პასუხი არ გაეცა,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი ეკა გიგაურის განცხადებებს გამიჯვნოდა, რაც არ მოხდა.

,,მაგალითად, ემიჯნებოდა თუ არა ეკა გიგაურს კელი დეგნანი. ეკა გიგაური არის ადამიანი, რომელიც კონკრეტული წყაროდან იღებს ფულს და როდესაც ის ომისკენ მოუწოდებს სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ელჩი გაემიჯნოს ასეთ განცხადებას, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა. ან მაგალითად, ვიღაც რომ მოიხსენიებს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად, ამაზეც მნიშვნელოვანია, რომ მოვისმინოთ შესაბამისი განცხადება, რაზეც ბუნებრივია, გამიჯვნა არის საჭირო“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები