,,ყველაფერი ძალიან საშიშ სახეს იღებს, ეს იმ სცენარს გავს – საქართველო ქართველების გარეშე”- მამუკა ხაზარაძე

პარტია ,,ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ მცოცავი ანექსიის პირობებში ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი და მათ მიერ შეძენილი ქონება სრულიად უკონტროლოა.

მისივე თქმით, შრომისუნარიანი ქართველები მასიურად ტოვებენ საქართველოს.

,,ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზე ვართ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით;

უიმედობის და უპერსპექტივობის გამო შრომისუნარიანი ქართველები მასიურად ტოვებენ საქართველოს და საშიში გზებით ემიგრაციაში მიდიან, მათ ადგილს კი აქ სხვები იკავებენ;

მცოცავი ანექსიის პირობებში ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი და მათ მიერ შეძენილი ქონება სრულიად უკონტროლოა;

საქართველოს ხელისუფლება დანაშაულებრივ უმოქმედობას იჩენს ამ პრობლემებისადმი და ქვეყნის გარეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან ეროვნული ინტერესების დამაზიანებელ დაპირისპირებაშია ჩართული;

ერთიანობაში ეს ყველაფერი ძალიან საშიშ სახეს იღებს;

ეს იმ სცენარს გავს – საქართველო ქართველების გარეშე – რომ უნდა მტერს.

გამოვფხიზლდეთ!

ხვალ შეიძლება გვიან იყოს!“,- წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები