,,აშშ-ის ელჩს ჰქონდა შეხვედრა ივანიშვილთან ომის შემდეგ, დასკვნები ჩვენ უნდა გამოვიტანოთ”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით,  დასკვნები ხალხმა უნდა გამოიტანოს, თუ არანაირი სანქცია არ არსებობს, მაშინ რას უკავშირდება მოსამართლის მოხსნა პროგრამიდან და რა მიზანი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან კელი დეგნანის შეხვედრას.

მისივე თქმით, საელჩოს აქვს კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, მათ შორის, ჩემთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან.

„საკმარისად მოვისმინეთ სხვადასხვა სახის კითხვა, განმარტება, თუ პასუხი. ამ პასუხებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დადასტურდა, რომ კონკრეტული მოსამართლის წინააღმდეგ სანქცია არ არსებობს. ასევე, ამერიკის ელჩი ბიძინა ივანიშვილს ომის შემდეგ შეხვდა. ეს ორი ფაქტი დადასტურდა და დასკვნები ჩვენ უნდა გამოვიტანოთ. პირველ შემთხვევაში, თუ სანქცია არ არსებობს, რა იყო ეს დაბარება? რა იყო მოსამართლის მოხსნა იმ პროგრამიდან, რომელშიც იყო. იყო ეს საელჩოს რომელიმე თანამშრომლის თვითნებობა, თუ არა? როდესაც ხდება საქართველოს ხელისუფლების ზურგს უკან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, რა მიზანი ჰქონდა ამ შეხვედრას? ეს საკითხებია, რომელიც ტრიალებს და რჩება. შეხვედრა ხომ თანხმობით ხდება. აქ საკითხია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო ამ შეხვედრის მოთხოვნის საფუძველი. საელჩოს აქვს კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, მათ შორის, ჩემთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, არ ვიცი, რა საჭიროება იყო, რომ საქართველოს ხელისუფლების ზურგს უკან მომხდარიყო ასეთი შეხვედრის მოთხოვნა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილი.

მსგავსი თემები