„მიხეილ სააკაშვილი თუ არ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, კარგია”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასჯელს არანაირი კავშირი არ აქვს მის პოლიტიკურ აქტივობასთან. მისივე თქმით, სააკაშვილი და ,,ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს კანონმდებლობას არღვევდნენ.

„მიხეილ სააკაშვილი თუ არ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, კარგია, რადგან ყოველი დღე, როდესაც ის ერეოდა ქართულ პოლიტიკაში, ის და მისი პარტია არღვევდნენ საქართველოს კანონმდებლობას, რადგან ის არ არის საქართველოს მოქალაქე, უფრო მეტიც, ის არის უცხო ქვეყნის ოფიციალური თანამდებობის მქონე პირი. ეს ჩარევა პირდაპირ არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას. რაც შეეხება სასჯელს, არანაირი კავშირი მის პოლიტიკურ აქტივობასთან მის სასჯელს არ აქვს. მის სასჯელს კავშირი აქვს იმასთან, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა მან, რომ ვალერი გელაშვილი აცემინა, ამასთან აქვს კავშირი და კიდევ მიდის საქმეები, რომლებსაც განვიხილავთ, აქ არაფერ შუაში არ არის ის იქნება თუ არა პოლიტიკაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები