,,მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პროცესის გამჭედველი – ვერაფერს ცვლის და პროცესს ჭედავს”- ალეკო ელისაშვილი

,,სააკაშვილს უნდა შევხედოთ, როგორც ისტორიის ნაწილს, რომელმაც თავისი თავი ქართულ პოლიტიკაში ამოწურა და რომელსაც ჯანმრთელობის აღდგენის საშუალება უნდა მივცეთ,”- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პროცესის ,,გამჭედველი” – ვერაფერს ცვლის და პროცესს ჭედავს.

„მიხეილ სააკაშვილის შვილის გამოსვლა ძალიან მომეწონა. კარგი შვილი გაუზრდიათ, რადგან ძალიან გონიერი, გაწონასწორებული და მოაზროვნე ბიჭი ჩანს. რაც სააკაშვილის შვილმა თქვა, აბსოლუტურად ვიზიარებ – მიხეილ სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკაში საკუთარი თავი ამოწურა, ის არის ისტორიის ნაწილი. მიხეილ სააკაშვილი ისტორიაში შევიდა, როგორც ძალიან ეფექტური რეფორმებით, ასევე ჯოჯოხეთური რაღაცებით, მათ შორის იმით, რომ ლამის ნახევარ საქართველოს სული ამოხადა ციხეებში. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პროცესის გამჭედველი – ვერაფერს ცვლის და პროცესს ჭედავს. სააკაშვილს უნდა შევხედოთ, როგორც ისტორიის ნაწილს, რომელმაც თავისი თავი ქართულ პოლიტიკაში ამოწურა და რომელსაც ჯანმრთელობის აღდგენის საშუალება უნდა მივცეთ.

ნერვები მეშლება იმაზე, რომ მისი მხარდაჭერების ნაწილი იყო მისი დაპატიმრებისას, რომელთაც ერთი სული ჰქონდათ, რომ სააკაშვილი მომკვდარიყო, რათა რევოლუციისთვის მიზეზი ჰქონოდათ და მის გარდაცვალებას უყურებდნენ, როგორც მუხტის შემქმნელს. ასევე იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, რომელთაც სააკაშვილის ცუდად ყოფნა უხაროდათ. არც ერთს მივეკუთვნები და არც მეორეს. მიმაჩნია, რომ სააკაშვილს უნდა შევხედოთ, როგორც ისტორიის ნაწილს, რომელმაც თავისი თავი ქართულ პოლიტიკაში ამოწურა და რომელსაც ჯანმრთელობის აღდგენის საშუალება უნდა მივცეთ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი თემები